ხელისუფლების მხრიდან 8 ნოემბრის აქციის წყლის ჭავლის გამოყენებით დარბევის შემდეგ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები კომენტარის გაკეთებას ერიდებიან და აცხადებენ, რომ აპოლიტიკურები არიან.
აქციის დარბევასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს, მარინა ენდელაძეს, რომელმაც “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებამდე საქმე არ უნდა მისულიყო.
“რაც შეეხება წყლის ჭავლს, რომ გითხრათ, რომ ის ვირუსს გადაიტანს აქეთ-იქით, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ, არ უნდა მივიყვანოთ წყლის ჭავლის გამოყენებამდე საქმე…” – განაცხადა ენდელაძემ.
კომენტარები