აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აცხადებს, რომ აუცილებელია არ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც ფიქსირდებოდა წარსულში.
“აუცილებელია, კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულება იმისათვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალაუფლების გადამეტება არ მოხდეს, რაც ფიქსირდებოდა წარსულში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
უნდა მოხდეს ყველა ზომის მიღება, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს. საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ, დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ-პანდემიის შემდეგ. ეს არის ის საკითხები, რის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის” აცხადებს დეგნანი.
კომენტარები