სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალიან ბევრი წერს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანააო… რომ ჩვენმა მედიკებმა და ვირუსოლოგ-ინფექციინისტებმა დროულად იმოქმედეს! (ეს საკამათო თემაა მაგრამ სხვა დროს). მადლობას უხდიან ექიმებს, აქებენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არც მე ვარ გამონაკლისი და თქვენთან ერთად მეც ამ აზრზე ვარ (ჯერ). მეც მადლობას ვიხდი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეც თქვენნაერად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს საქართველოში.
-მაგრამ…! დაახლოებით 20 დღის წინ მაშინ როდესც ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში ანდა ირანში მძვინვარებდა კორონავირუსი არც იტალიელ, არც გერმანელ და არც ესპანელ თუ ფრანგს ეგონა, რომ უსუსურები იქნებოდნენ ამ ვერაგული ვირუსის წინააღმდეგ.
- მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა მოვდუნდეთ! სამწუხაროდ ჯერ ყველაფერი წინაა! წინაა ყველაფერი აშშსთვის, რუსეთისთვის, თურქეთისთვის…
- ღმერთო დაიფარე სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო!”
კომენტარები