ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა:
“გეგმა უკვე ძალაშია და ამაში შედის სამუშაო ადგილების მომზადება; ამაში შედის სამედიცინო პერსონალის ინფექციის კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერება; საზოგადოების მომზადება იმისთვის, რომ ატარონ ნიღბები და იყვნენ მზად იმისთვის, რომ თავი შეიკავონ მაღალი სოციალური აქტივობისგან, როგორიც არის თავშეყრა და არააუცილებელი გასართობი ღონისძიებები, რომელიც შეიძლება, გადავავადოთ და ამით არ დაზარალდება არც ჩვენი ბიზნეს საქმიანობა და არც ზოგადად, სოციალური სტატუსი.
ამდენად, ეს ყველაფერი ხდება დაგეგმილად და ხდება ძალიან დიდი ძალისხმევით. მე ვფიქრობ, ამ პირობებში ჩვენ კვლავაც გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ არ მივიღოთ ეპიდემიის არც ზრდა და არც კიდევ შემდეგი გავრცელება, შევინარჩუნოთ ის ნიშნული, რომელიც დღეს გვაქვს.
ეტაპობრიობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მინიმალური ციკლი ვირუსის გავრცელებისა არის ორი კვირა. ორკვირიანი ეტაპების დაცვა და ამ ეტაპების სიფრთხილით გავლა მნიშვნელოვანია, რათა არ მოგვიხდეს უეცრად, მოულოდნელად რომელიმე ეტაპიდან უკან დაბრუნება.
ამდენად, როგორც კი ოდნავ მაინც გვექნება ეპიდემიოლოგიური საფუძველი, ციფრებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული საფუძველი, რომ შესაძლებელია, რომელიმე შეზღუდვა უფრო ადრე მოიხსნას, რა თქმა უნდა, ამას ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები განიხილავენ და ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება.
თანმიმდევრული და ეტაპობრივი გახსნა პროცესის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა ვიჩქაროთ იმისთვის, რომ შედეგები, რომლებიც მივიღეთ, წყალში არ ჩაგვეყაროს და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე“
კომენტარები