ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
94 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის `უკვდავთა აკადემიის` მუდმივი მდივანი, სალომე ზურაბიშვილის ღვიძლი ბიძაშვილი, ელენ კარრერ დე ანკოსი.
მახსოვს, 1990-იან წლებში (ეს ზუსტად ვიცი იმიტომ, რომ ვ ი ც ი პირველწყაროებიდან) როგორ ცდილობდა ყველანაირად გამიჯნოდა საქართველოს, არ შეხვედროდა ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ შევარდნაძეს, არ ჩამოსულიყო საქართველოში და საერთოდ ფრანგებს არ გაეგოთ, რომ მამამისი წარმოშობით ქართველი იყო.
რატომ რცხვენოდა?
საფრანგეთს ვინც იცნობს, იოლად მიხვდება რატომ: არისტოკრატ ქალბატონს რცხვენოდა (დიახ, საშინლად რცხვენოდა!) და სურდა არ გაემხილა, რომ რაიმე აკავშირდებდა იმ ქვეყანასთან, სადაც 1990-იანი წლებიდან დაწყებული (ფრანგული le Mond-ის ზუსტი მაშინდელი შეფასებით) `სისხლიანი კლოუნადა` სუფევდა და ჩვენი ერი სჩანდა როგორც `არაცივილიზებულ პირუტყვთა ხროვა`, რომელიც ამხობს პრეზიდენტს, ხვრეტს მიტინგებს, აჩაღებს ეთნოკონფლიქტებს და ა.შ და ა.შ
კი, მისი პრორუსული ასპირაციაც ასრულებდა როლს, და ვიცი, ახლა აქ ამას მეტყვიან უეჭველად, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ასპირაცია მეორეხარისხოვანი იყო.
პირველხარისხოვანი კი ის, რასაც მოგახსენებთ: რ ც ხ ვ ე ნ ო დ ა საკუთარი წარმომავლობის იმ ფონზე, რაც ხდებოდა საქართველოში და რა `იმიჯიც` ჰქონდა საქართველოს 1990-იანი წლებიდან საფრანგეთში.
განა ამ `ველურებთან` რაიმე კავშირის აღიარება და გამხელა არ მიაყენებდა ზიანს მის ელვარე არისტოკრატიულ რენომეს, როგორც `უკვდავთა აკადემიის` მუდმივი მდივანისა?!
საფრანგეთში ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელია ასეთი პრესტიჟული პოსტი.
გარწმუნებთ, რაკი ესეც ზუსტად ვიცი: ეს სირცხვილი და განრისხება დაიწყო ჯერ კიდევ 1990 წლის ზაფხულში, როცა საფრანგეთში მცხოვრებმა ერთმა ქართველი ემიგრანტის შთამომავალმა თბილისში გამოაქვეყნა წერილი შინაარსით `საქართველო უკვე მეორედ ცდილობს თავის მოკვლას მეოცე საუკუნეში…..` და პასუხად მიღო ისტერიული კოლექტიური წერილი `ეროვნული მოძრაობისა`- საფრანგეთის მთელი ქართული დისპორის უშვერი ლანძღვა გინებით.
ჰო, ეს დიდებული ქალბატონი რომ ერთი ჩვენი მეზობელი ერის ასული ყოფილიყო…..`მაგათ რა გაუძლებდა`, ხელში აყვანილს ატარებდნენ, სულ ფეხსაცმელებს დაუკოცნიდნენ……
სულ ბოლო დრომდე ემიჯნებოდა საქართველოს.
ალბათ კიდევ იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა (ძალიან კარგად იცოდა ამის შესახებ) მისთვისაც ეძახათ `Y…ე/ქალა` მისი ალალი ბიძაშვილივით.
კომენტარები