თეა წულუკიანის მეუღლე, ნუგო კაკულია, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს და წერს:
“ეხლა მოვისმინე ნანულას ლაივი, ალბათ ტყუილსაც ჭირდება ის ერთი უჯრედი, თუმცა ახალ ფენომენთან გვაქვს საქმე … თქვენს წინაშეა 0 უჯრედი.”
ნანუკა ჟორჟოლიანი ნუგო კაკულიას პასუხობს:
რომელი ტყუილი არ უცემიხარ არავის და თვალს არ კარგავდი?
თუ ბიჭი არაა ქვეყნიდან გაქცეული რომელსაც ქილერი მიუგზავნეთ.თუ დიდ ფულზე არ იყო ლაპარაკითუ შენი ცუდი სიმთვრალიდან არ დაწყებულა ყველაფერი.
და ნუგო რომ გქვია სახელზე აქცენტი აღარ გააკეთო.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა, თეა წულუკიანს მიმართა და თქვა, რომ თუ სხვების მეუღლეებზე საუბრობს, იქნებ, ისიც მოჰყვეს, თავისი მეუღლე როგორ გადაარჩინა დაკავებას, როგორ გადაამეტა უფლებამოსილებას, “მაშინ, როცა შენი მეუღლე, ნუგზარ (ნუგო) კაკულია ცემეს სასიკვდილოდ, იმიტომ რომ ე.წ. ობშიაკის ფული მოიპარა, რატომ გამოუშვი ქუჩის ბიჭები და შენს ქმარს არ დააწერინე ჩვენება, საქმე მიფარცხე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ისე, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და შენს მეუღლე ნუგოს, იმ ბიჭებმა ის ფული მიატანინეს. თუ კომისია ამ თემაზე დამიბარებს, შემიძლია სახელები და გვარები დავასახელო იმ ბიჭების… ან როგორ გადაარჩინე ნუგო დაკავებას…”
კომენტარები