ეს ის შემთხვევაა, სადაც კითხვები და პასუხები ზედმეტია, – ამ სიტყვებით გიგი უგულავამ პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან.
„როგორც ცნობილია, ივანიშვილმა თადუმაძის ხელით იგივე საქმეზე, რაც მაქვს მოხდილი, (მერე დაიწყება სპეკულაციები) მე არ ვაპირებ შევიდე სამართლებრივ ნაწილში, უბრალოდ სამართლებრივად არაფერია, ცარიელი ადგილია.
ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება
პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. მოსამართლეებს იმის დროც არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გაცნობოდნენ.
ჩემთვის სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლეებმა არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება და თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა. პირველი და მთავარი რასაც ვაპირებ, ყველა კოლეგას და ოჯახის წევრებსაც ვუთხარი: მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. ფაქტი არის ერთი, გზა რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს ერთობა, რომელიც აქ სუფევს არის გამარჯვების წინაპირობა
ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად პოლიტიკური წნეხისა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ივანიშვილია ფაქტია რომ სრულიად გონდაკარგულია. ეს არის ცუდი, მაგრამ ეს მოცემულობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ. არავითარი დაჭერა ჩვენ აზრს არ შეგვაცვლევინებს, არ ვაპირებ რაღაც ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, არ ვაპირებთ ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან.
ასეთი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის რადიკალიზაციას, რაც ქვეყნისთვის ცუდია და მისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ, მესამედ წავიდე. შეზღუდული სივრცე არის ამავე დროს შესაძლებლობა და მეტი თავისუფალი დრო.
როგორ ხდება ტექნიკურად არ ვიცი. მინდა შესაბამის სამსახურებს ვუთხრა, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალთ აქვე დამახვედროთ თქვენი „ოპრიჩნიკები“,
მე ვაპირებ დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე „ევროპული საქართველოს“ ოფისში, დავემშვიდობო იქ ხალხს, მობრძანდით იქ თქვენი უწყისით.
გამოცდილება შესაბამისი მაქვს, მანქანაში ჩალაგებული მაქვს ყველა წიგნი, ნივთი, ყველაფერი მომზადებული მაქვს, ბუნებრივია, წინასწარ ვიცოდი. მე თვითონ მივალ ციხეში. სახელმწიფო ბიუჯეტს გაუფრთხილდნენ, ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას მაბრალებენ და ამჯერადაც, არამიზნობრივად ნუ გამოიყენებენ. მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს. ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება თავისუფლება იპოვოს“
კომენტარები