“ქართული ოცნების” დღის წესრიგია, შემოვიდე ტელევიზიაში და ტვ პირველმა შეწყვიტოს მაუწყებლობა – განცხადება ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანაგებო ბრიფინგზე სასამართლოს დღევანდელ დადგენილებასთან დაკავშირებით გააკეთა:
“არ ვაპირებ, რამე მივმართო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ, ჩემი გადმოსახედიდან, ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი, არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს, არ ვაპირებ არანაირ მიმართვას. ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოდან, დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული მითიური ელექტრო ხელსაწყო.
მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია, თქვენ ტელეკომპანია პირველი ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ – გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ, არ იყოს მაუწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში.
მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია და სწრაფი რეაგირება, რადგან დღეს უკვე სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის დღეს ქართული ოცნების დღის წესრიგი”
კომენტარები