ოპოზიცია ბრიფინგს მართავს.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ცესკო მხოლოდ იმ მონაცემს აქვეყნებს, სადაც კახა კალაძე ლიდერობს და ამბობს, რომ სურთ ადამიანები სულიერად გატეხონ და აჩვენონ, რომ ისინი იგებენ.
ელენე ხოშტარია:
“არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ ყველა, სამართლებრივი და სხვადასხვა გზით და ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას, მოეშვას წინასწარ, მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელებას.
აბსურდი და საასაცილოა ლაპარაკი იმაზე რომ ზუგდიდი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქები მოიგეს – ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი მომარჩევლის ხმების დათმობას.”
კომენტარები