“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ არ აპირებენ ჩაშალონ 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები. ასე განმარტა მან გუშინდელი მოწოდება, მოქალაქეები მისულიყვნენ მათ აქციაზე და არა აღლუმზე.
“რა თქმა უნდა, მეგობრებო, არავინ გეგმავს, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ იქ და ღონისძიებას ხელს შევუშლით. ეს არ იყო ნაგულისხმები ჩემს სიტყვებში… როდესაც ხელისუფალი ჩვენს ინტერესებს თმობს და არ იცავს სახალხო ნებას, აბსოლუტურად გაუგებარია ამ ჩინოვნიკის მოსასმენად ადამიანი. ჩვენ ასე დავაყენეთ საკითხი…” – თქვა გოლეთიანმა.
უცნობია, მაინც რა უნდა ჩაეშალათ აქციის მონაწილეებს, როცა თითქმის ყველა ღონისძიება, რომელიც ეძღვენა 26 მაისს ხალხის დასწრების გარეშე ტარდება და ოფიციალური განცხადების მიხედვით, მხოლოდ ტრანსლაციითაა მათი ხილვა შესაძლებელი.
კომენტარები