ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ 15 მაისს ქვეყანაში ნორმალური ვითარება იქნება, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით.
„რაც შეეხება 15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
კომენტარები