ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნამახვან ჰესზე საუბრისას განაცხადა:
“მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა აშენდეს ან არ აშენდეს (ჰესი). ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ ააშენოთ, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეკონომიკა არ გვექნებოდა. დღეს 50- მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს და არ გვყოფნის…”
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დეტალები გასაჯაროვდა და მინისტრსაც მოუსმინეს, ირაკლი ზარქუამ ამ ეტაპე მხოლოდ ის გაიგო, რომ ფაუნა-ფლორაში ცხოვრება არ უნდა და ეკონომიკა არ გვყოფნის…
მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, მე ყველაფერი დეტალურად ავხსენიო, მაგრამ აგერ, ირაკლი ზარქუამაც ვერ გაიგო, ქალბატონო მინისტრო, უნდა უნდოდეს ამ ჰესის აშენება, თუ არ უნდა უნდოდეს.
კომენტარები