ხელისუფლების გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ეხმიანება. გიორგი ვაშაძე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სწრაფი ტესტის მექანიზმის შემოღება, პრობლემის მოგვარების გზაა. ოპოზიციონერ ლიდერის თქმით, მან პირდაპირ შესთავაზა ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების გზებში ჩართულობა.
”პირველი რაც მინდა ვთქვა და ავღნიშნო ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები საგანგებო ვითარების გამოცხადებას. ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კონტროლ ქვეყაა და მეორეს მხრივ საგანგებო ვითარებას აცხადებენ. რატომ ხდება მაშინ ასე?!
პირველი ვიყავი პოლიტიკოსებს შორის, ვინც აბსოლიტური მორატორიუმი გამოვაცხადე კრიტიკაზე და ვთქვი, რომ კრიტიკის დრო არ არის და ხელისუფლებას პირდაპირ შევთავაზე, რომ მზად ვარ მოვიდე და ჩავერთო ამ საკითხში. ამდენ არასწორ გადაწყვეტილებას როდესაც ვხედავ, რომელიც ყოველდღიურ ვითარებას გვიმძიმებს როგორ არ ვილაპარაკო?! ახლა შემომისევენ ქოც ტროლებს, ამისთვის ყოველთვის იცლიან და დაიწყებენ რაღაც საკითხებზე ქილიკს.
მეორე რასაც არ ვეთანხმები ის არის, რომ თითქოს ტესტირება არ არის პანაცია. დიახ, სწრაფი ტესტი პანაციაა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის და ყოველდღიურად აცხადებს, რომ სწრაფი ტესტირება, სწრაფი დიაგნოსტიკა და სწრაფი იზოლაცია ეს არის მთავარი კომპონენტი.
2500 კაცამდე გვიზის კარანტინშიო აცხადებენ, ამ ადამიანებს ტესტი არ აქვთ ჩატარებული. 14 დღე რატომ სხედან კარანტინში?! იმიტომ რომ ველოდებით სიმპტომები არ გამოვლინდეს. ტესტირების მექანიზმი რომ გვქონდეს ეს ადამიანები დაიტესტებოდნენ და ვისაც აქვს ვირუსი გამოვლინდებოდა” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები