ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, ტვ პირველთან საუბრობს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებებზე, რომლებითაც კობახიძემ, სააკაშვილი შიმშილობას თვითდაზიანება უწოდა და ამბობს:
“არ ვიცი, კობახიძემ უმაღლესი როგორ დაამთავრა, დიპლომი ვინ მისცა, მაგრამ იურისტი ადამიანი რომ შიმშილობას თვითდაზიანებასთან აიგივებს, როცა არსებოიბს უაზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება, კანონმდებლობა პატიმრობის შესახებ და შიმშილობა ითვლება პროტესტის ფორმად და არა თვითდაზიანებად – ადამიანი ესეთ რაღაცეებს როცა აცხადებს, მე მიკვირს საერთოდ, როგორ არის კობახიძე იურისტი.
ძალიან ძნელი ამის დაჯერება, რომ პოლიტიკური განსხვავებების გამო, ადამიანი გაწირო სასიკვდილოდ. ეს ნორმალური ადამიანის თავში არ უნდა მოვიდეს, მაგრამ ასეთი განცხადებები იმდენად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომ თუკი ეს ასეა, ეს არის ხელაღებული სადიზმი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ქვია უკვე ლინჩის წესით გასამართლება ადამიანის. ეს არის სიბნელე და ამ სიბნელიდან თუ არ გამოვალთ ძალიან სწრაფად, სააკაშვილის კი არა, ჩვენი ბედი დამთავრდება ძალიან ცუდად.”
კომენტარები