ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.
სანქცირებულ სიაში შემავალ ადამიანებს, მათ შორის შოთა აფხაიძეს, შეეზღუდება უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა, ასევე შეეზღუდება სავაჭრო ოეპრაციების განხორციელება და აქტივები უკრაინის იურისდიქციაში არსებული აქტივები დაებლოკება.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებილ დოკუმენტში შოთა აფხაიძე აღნიშნულია როგორც რუსეთის მოქალაქე.
„არ ვიცი, რა ნიშნით შემარჩიეს. მე არც ვარ რუსეთის მოქალაქე, ახლაც ლონდონში ვიმყოფები… ალბათ ზელენსკის რომ ვაკრიტიკებ, ეგ იყო მიზეზი.“ – აცხადებს შოთა აფხაიძე „ტვ პირველთან“
კომენტარები