ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე:
ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ინგა ფერაძესთან დაკავშირებით,რომ მზადდებოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა,იგეგმებოდა კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.ამ თემაზე იყო მოლაპარაკებები გარკვეულ ინსტანციებთან და ინგას პასპორტიც მზადაა და სხვა დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ.სამწუხაროდ ბოლო მომენტში ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა ის საავადმყოფოშია მოთავსებული.მქონდა საშუალება მასთან საუბრის,თუმცა მეტყველება უჭირს და მდგომარეობაც უკეთესობისკენ არ მიდის:(( არ ვიცით როგორ იქნებაო,ექიმები არ გვაიმედებენ…
მე მაინც იმედი მაქვს რომ ინგა გამოჯანმრთელდება და ჩამოვა
არ ვიცი სხვა რა ვთქვა….მისი შვილი ანუკა ადგას თავზე და ყველანაირად იბრძვის რომ ინგა გამოჯანმრთელდეს
კომენტარები