სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა “მწვანე სკოლა” პერსონალური მონაცემების დარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმა.
სკოლის დირექტორის, კახა დავითურის განცხადებით, სკოლამ აღნიშნული თანხა უკვე გადაიხადა და გაითვალისწინა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც საკლასო ოთახებში და სამასწავლებლოში სადამკვირვებლო კამერების არსებობას გულისხმობს.
დავითურის განცხადებით, მთავარი პუნქტი, რაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიწოდებულ ახსნა-განმარტებაში იყო მითითებული, გულისხმობდა გამოძიების ფარგლებში სკოლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებულ ვიდეომასალას. დავითურის თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ მასალის პოლიციისთვის გადაცემა არ შეიძლებოდა.
“ოპერატიული თვალსაზრისით მოითხოვა პოლიციამ [ვიდეომასალა], ჩვენ არ ვიცოდით, რომ მათ არ ჰქონდათ მოთხოვნის უფლება და გადავეცით შესაბამისი სანქციის გარეშე”, – განმარტა “ნეტგაზეთთან” საუბრისას სკოლის დირექტორმა.
15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 1 გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი!
წყარო – ნეტგაზეთი
დირექტორის კომენტარიდან გამომდინარე, პოლიციამ მას მოსთხოვა ის, რისი უფლებაც არ ჰქონდა – მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთი გამომძიებელია დაკავებული!
მიუხედავად ამისა, საქმის ზედამხედველი პროკურორი, პოლიციელები, არ დასჯილან!
დირექტორიმა რომელმაც არ იცის კამერების დამონტაჟების წესი – კამერები არ უნდა დააყენოს!
დირექტორმა, რომელმაც არ იცის, კამერების ჩანაწერების გამოყენების წესი – კამერები არ უნდა დააყენოს!
თუ არ იცოდი, ესე იგი ცუდი მენეჯერი ხარ, არ ცოდნა – როდიდან აღარ არის დანაშაული?
საკუთარი სახლებიდან რომ გთხოვონ კამერების ჩანაწერები, საკუთარ შვილებზე რომ გთხოვონ – ნეტავი, მაშინ გეცოდინება, თუ არა?
ალია
კომენტარები