რეჟისორი, გუჯა ბიძია:
“უკვე იმ ასაკში ვარ და იმდენი რამ მინახავს, შეიძლება ვთქვა, რო ჩემთვის ავტორიტეტები აღარ არსებობენ და ძნელია ახალი იწამო, რადგან იცი, სად და ვისთან რა იხარშება და რომელ ქვაბში რა დუღს.
ძნელია, ხო, როცა ბევრს ვიცნობ იმათგან, ვისაც უნდა, თუ არ უნდა, უწევს იმ ჭაობში აქტიურობა ქართული რეალობა რო ჰქვია და ძალიან ბევრი ვიცი მათ შორის უკვე გასვრილი და დარწმუნებული ვარ, შემოთავაზების სიტუაცია რომ დაუდგეს, უფრო მეტი გაისვრება კიდევ..
მაგრამ მოდით, იმ ერთეულებს გაუმარჯოთ, ვისთვისაც ცდუნება უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს სინდისთან გარიგება, ვისთვისაც მნიშვნელობა აქვს თვითონ სიმართლეს და არა აქვს მნიშვნელობა დროს და გარემოებას და ჰკიდიათ, ამ სიმართლის თქმის გამო, ბევრი რომ აგინებს, ჰკიდიათ, რომ გაყიდა ბევრმა და მათი გინებით ცხოვრება მოიწყო, ჰკიდიათ ათასი სხვა ბრალდება, ლანძღვა და ქილიკი, და უბრალოდ აკეთებენ გასაკეთებელს, და მიტომაც არიან ნაღდები, ადამიანები..
ხო, მოდი, ასეთ ხალხს გაუმარჯოს და შენი თამადობით
Tsotne Gamsakhurdia დაბადების დღეს გილოცავ, კნიაზ!”
კომენტარები