გუბაზ სანიკიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება და “ტვ პირველთან” ამბობს:
“გველაპარაკა, დაწყნარდით, დასხედით, დარჩით სახლებშიო… ახლა თქვა სააკაშვილი უკანონოდ არის შემოსულიო და ქალბატონი ზურაბიშვილი სახელმოხვეჭილი პუჩისტი იყო, ზვიად გამსახურდიას ებრძოდა მთელი არსებით, ყველამ იცის. მასთან მაქვს ასეთი შეკითხვა – ზვიადი რომ შემოვიდა, საქართელოში რომ დაბრუნდა, ისიც უკანონო შემოსვლა იყო, ხო?
ერთი რამე ვიცოდით, რაც კეთდება ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის – ის ყოველთვის კანონიერია და სააკაშვილის შემოსვლაც კანონიერი იყო.
ქალბატონო სალომე, განაგრძეთ ქართულ სახელმწიფოსთან ომი, თქვენ ხართ ყველაზე ცუდი სახე და პროდუქტი ქართული ემიგრაციის.
სახელმწიფო კარგად მოიქცესო, სჯობს მიშამ თავად მოიკლას თავი, ვიდრე ჩვენ დაგვბრალდეს მისი სიკვდილიო… ეს ქალი არ ვიცი რა… ერთი ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიდა ნორმალური ემიგრაციაში და იმასაც შიმშილით ამოხადეთ სული პირველმა ქართულმა ემიგრაციამ. აი, მისი პროდუქტი ხარ, სალომე. ცხრაჯერ კინაღამ გაუყიდეთ ის ქონება იქა, ესა ხართ პირველი ემიგრაცია, თითი თითზე არ დაგიდიათ ამ ქვეყნისთვის. თავად არ მოგიწიოს სალომე ის, რასაც ახლა მიშა გადის. თქვენ უშვებთ პრეცედენტს, რომ პირველი პირები დაისჯებიან, ვერანაირ იმუნიტეტს ვეღარ მიიღებთ – ეს ხომ გესმით?
მკვლელები გყავს, სალომე, შეწყალებულები, რანაირი სინდისით დადის ეს ქალი? აღარ დამთავრდა ამის ტურიზმი…
ხომ იძახდით, ვერ ჩამოვა, ვერ გაბედავსო… თქვენ თვითონ როგორი ვირთხებიც ხართ, ისეთი გგონიათ სხვები.
სალომე გამოვია იავნანა გვიმღერა და არა ხარ ქართლის დედა, სალომე, ხარ ტურისტი, არა ხარ ჩვენი, არა, ჩამოსული ხარ მიშას ნასუფრალზე, უშვებ მკვლელებს გარეთ… სალომე, ქალბატონო არა ის კიდე, იფიქრე შენ მომავალზე… ქვეყანა დაიქცა და ერთი სალომემ იხეირა…”
კომენტარები