რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ მეუღლეს, მაქსიმ გალკინს სოლიდარობა გამოუცხადა და Instagram-ზე დაწერა:
გთხოვთ, ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში შემიყვანოთ, რადგან მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეუღლეს“
მის ამ მოწოდებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნია ალა პუგაჩოვას მიმართვაზე კომენტარის გაკეთება.
“არა მგონია, რომ ეს კითხვა კრემლს ეკუთვნოდეს. ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ”, – უპასუხა პესკოვმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, წყვილმა ომი დაგმო და მისი შეჩერება მოითხოვა. ამის შემდეგ, მათ რუსეთი დატოვეს, სექტემბრის დასაწყისში კი ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად კვლავ დაბრუნდა რუსეთში.
პრაიმ– ტაიმი.
კომენტარები