ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, სოციალურ ქსელში წერს:
,,განაჩენი” ე.წ ,,ბუნტის საქმეზე”!!!
?სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის ,,განაჩენი”, რომელიც გამოტანილია სასამართლოს მიერ ,,საქმის” არსებითი განხილვის გარეშე, რაზეც არ ყოფილა ჩემი თანხმობა და შესაბამისად ,,საქმეში” არ მოიპოვება წერილობითი თანხმობა, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა!!!
?პრეიუდიციად იქნა ცნობილი ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენებები, რაზეც არ ყოფილა ჩემი თანხმობა და შესაბამისად ,,საქმეში” არ მოიპოვება სათანადო დოკუმენტაცია ჩემი ხელმოწერით, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა!!!
?,,საქმის” შესწავლით არსებობს ეუთო-ოდირის 2014 წლის 9 დეკემბრის დასკვნა, სადაც მითითებულია ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე და სხვა მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციებსა და კანონდარღვევებზე. ჯერ კიდევ მაშინ მინიშნებებია გაკეთებული შესაძლო პოლიტიკურ კორუფციაზე!!!
?მიუხედავად ამ და სხვა გარემოებებისა ,,ტურავას” ,,ლუბიმჩიკმა” – მაღლაკელიძემ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა ,,საქმის” არსებით განხილვასთან დაკავშირებით.არსებითი განხილვისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე ,,გამოიტანა” გადაწყვეტილება, რითაც წამართვა სასამართლო დაცვის უფლება. ჩემს მიმართ კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლით გარანტირებული, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, რითაც კიდევ უფრო გაამყარა გარემოება სასამართლო კორუფციასთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ და დისკრიმინაციულ დევნასთან დაკავშირებით!!!
პ.ს საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნების სურვილი ადამიანის ცხოველებისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია!!!
,,არა მონობას”!!!”
კომენტარები