მთავრობას ჰქონდა არა პრეზიდენტის, არამედ ევროპული მომავლის იმპიჩმენტის მცდელობა – ასე ეხმაურება “პირველებთან” ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩენტს.
პირველი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არის მიზანმიმართული მცდელობა არ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან აშკარაა. ამ სამარცხვინო პროცესის დაწყება ემსახურება ევროკომისიის სავარაუდოდ პოზიტიური გადაწყვეტილების საბოტაჟირებას. მეორე, ჩემი აზრით, არა პრეზიდენტმა, არამედ მთავრობამ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ზურაბიშვილს ევროპაში და განსაკუთრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მოგზაურობის და შეხვედრების გამართვის უფლება არ მისცა, რაციონალური დასაბუთების გარეშე. რა უნდა გამოეჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს? პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, მას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება წარმოადგინოს საქართველო უცხო ქვეყნებში და აქვს ვალდებულება იბრძოლოს ევროპაში ევროპული ოჯახის წევრობისთვის და როცა მთავრობა პრეზიდენტს უფლებამოსილების შესრულების უფლებას არ აძლევს, ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა. მთავრობას ჰქონდა არა პრეზიდენტის, არამედ ევროპული მომავლის იმპიჩმენტის მცდელობა. ეს ჩვენთვის დიდ გამოწვევას ქმნის”. – განაცხადა კუბილიუსმა.
კომენტარები