ლექტორი, მარინა მუსხელიშვილი თავის გუშინდელ პოსტს განმარტავს და წერს:
“მოგესალმებით, დილიდან მირეკავენ ჟურნალისტები გუშინდელ სტატუსთან დაკავშირებით. ამდენად საჭიროდ ჩავთვალე აქ დავდო განმარტება.
მე არა ვარ პუტინისტი, ცხრა თვეა ისევე როგორც ყველა გაფაციცებით ვაკვირდები მოვლენებს და ვგულშემატკივრობ უკრაინას, ვინაიდან, როგორც მინიმუმ, იქ ჩვენი ბედიც წყდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამაში დარწმუნდეს, თუკი თვალს გადაავლებს ჩემს ფბ ს, რომელიც ღიაა.
გუშინ, ისევე როგორც ყველა, ველოდი პუტინის მხრიდან უკრაინის დასჯას ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის, და კიდევ მეტს ველოდი, ვიდრე მოხდა. როდესაც დავინახე რომ კიევი შედარებით (ჩემს მოლოდინთან) ნაკლებად დაზიანდა, ცოტა გავმხნევდი. შუშის ხიდის ვერაფეთქების კადრები კი ირონიულიც კი მომეჩვენა და მომინდა კომენტარი იმაზე რომ ადამიანები იღუპებიან, შუშის ხიდები კი რჩება. შეიძლება კარგად ვერ გამოვხატე, ან სმაილები უნდა დამემატებია პოსტში. სხვათა შორის ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი შუშის ხიდის მიმართ არაერთხელ გამომითქვამს. იმედი მქონდა რომ 2012 წლის შემდეგ რიყეს მოევლებოდა მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.
ამით ვამთავრებ საკითხის კომენტირებას. პოსტი კომენტებისთვის დაკეტილია.”
კომენტარები