ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კეზერაშვლის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება:
,,ზოგიერთი ნაკლებად განვითარებულისთვის საუკეთესო თავდაცვად თავდასხმა ითვლება, განსაკუთრებით, როდესაც კუდზე ფეხს მწარედ დაგაჭერენ. ასე მოუვიდა „კეზერა-ბიჭსაც.“ დაუწერეს მისმა ხელის გოგო-ბიჭებმა გულისამაჩუყებელი განცხადება, რომ თურმე უსაშველოდ თეთრი და ფუმფულაა. 🙂
არადა, კეზერამ ფაქტობრივად დანაშაული აღიარა და ეხლა ცდილობს წილების ნაწილის გადაფორმებით ტვ-ფორმულას კოლექტივი გახადოს ისეთივე „scammer”-ები, როგორც თავად არის. ანუ თავისებური კრიმიმალური „ობშჩიაკი“ შექმნას.
„ფორმულას“ ჟურნალისტებს კი ზედმეტი ფული აწყენთ?! მათთვის ფულს ხომ სუნი არ უდის.”
კომენტარები