“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “მთავარ არხთან” ამბობს:
ერთ-ერთმა ჩვენ აქტივისტს ვესაუბრებოდი და მითხრა, იზოლატორში ვიყავიო, შემომიგზავნეს საკვები, მაწყინაო… არადაო, ბოტკოველი, კახეთში, სულ კარგ საჭმელებს აგზავნისო… ყველა იზოლატორი აქვთ ნანახი აქტივისტებს და ისიც იციან, პარტიის რომელი წევრი უფრო გემრიელ ხაჭაპურს აგზავნის… ისტერიული სიცილი ამიტყდა, ტრაგი-კომიკური ვითარებაა, ეს პარტია არის ძლიერი რწმენაში, მენტალურად და გაჟღენთილები ვართ იდეით. უკანა კარიდან გასული პარტიის წევრებიც მინახავს, ვინც გაეცალა სულაც პროცესებს, მაგრამ ვინც შევძელით და წინ მივდივართ, ვმოძრაობთ წარმატებისკენ, რაციონალურად ვხარჯავთ ენერგიას. ეს ქართულ ოცნებას აღელვებს და სწორად აღელვებს.
კომენტარები