იურისტი, ნესტან ლონდარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამდენადაც ცნობილი გახდა ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, ძიძები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ.
დღეს დასაქმება ისევ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისთვის, ჩვენს საზოგადოებაში არაერთი მოქალაქისათვის თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
არაერთი მოქალაქე ძიძად მუშაობით არჩენდა ოჯახს, ტოვებდნენ საკუთარ შვილებს და საკუთარი შვილებივით ზრდიდნენ სხვის შვილებს. დღეს კი, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას და ეს ახალი რეალობა არაერთი მოქალაქისათვის შემოსავლის გარეშე დარჩენაა.
როდესაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ართმევს მოქალაქეებს შესაძლებლობას თავად გამოიმუშაონ ყოველდღიური სარჩო. ხელისუფლება კი უარს ამბობს გაუწიოს მათ ის მცირედი დახმარება, რომელიც ერთი თვის მარაგს თუ წარმოადგენს. ართმევს მათ შესაძლებლობას თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც თვითდასაქმების სხვა გზა აირჩიეს. მთავარი მესიჯი კი ისევ სახლში დარჩენაა, რომელიც ზოგისთვის ოჯახთან დროის გატარების შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი მხოლოდ მომავალი დღის შიში.”
კომენტარები