„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
#ცესკო-მ ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა.”ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვა ხმების ნახევარიც კი, მოსახლეობის უმრავლესობა არ ვენდობით მათ. “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა პირველივე ტურში გამარჯვება ვერც ერთ დიდ ქალაქში. თბილისის ყველა ოლქის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, რუსთავისა და თელავის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა მაჟორიტარული კენჭისყრის პირველ ტურში. წარმოიდგინეთ რამხელა ლეგიტიმაცია ექნება ოპოზიციას, რომელიც თბილისისა და დიდი ქალაქების ნახევარში თავის დეპუტატებს გაიყვანს, რისი შანსიც ძალიან მაღალია!სოლიდური შემადგენლობის ფრაქცია ეყოლება ენმ-ს, დანარჩენებიც არ არიან ცოტანი. თან ისეთი ხალხი შევიდა პარლამენტში ანტისახელისუფლებო ბანაკიდან, რომ ზოგი ენის ტლიკინით, ზოგი უსინდისობით, ზოგი ინტრიგებითა და ღალატის ხელოვნებით, ზოგი გაუაზრებელი ემოციითა და დაუხარჯავი ენერგიით ბრდღვინს გაადენენ “ქართული ოცნების” კომკავშირს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს პასუხები ჩვენს კისერზე შემოხვეულ კრიზისთა ჯაჭვზე. მათ შეუძლიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სულ მალე სულ სხვა “მონსტრების კორპორაციას” დაუქვემდებარონ! ყველა ჩვენგანმა შეამჩნია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის, მუქარის ფაქტები. გაუმართავი ოქმებიც ბლომად არის. გონიერი ოპოზიცია ყველა ხმისთვის, ყველა ოქმისთვის იბრძოლებდა, ოღონდ კონკრეტულად, რუტინული შრომის საშუალებით, ბოლომდე! შეეცდებოდა, რომ თითოეული ხმა უკან დაებრუნებინა. შემდეგ კი ცალკე დაამუშავებდა კანონს დარღვევებისგან თავის უკეთესად დაზღვევის მიზნით. უბრალოდ, არაგონივრულია მანდატებზე უარის თქმა! კარგს არავის არაფერს მოუტანს! ყველაფერს დაანგრევს. თორემ ბაჩუკი ქარდავებიანი და ნიკა მაჭუტაძეებიანი, კობახიძეებიანი და ხაზარაძეებიანი, თაკო ჩარკვიანებიანი და ისკო დასენიანი პარლამენტი კი არ მინდა …
P.S. დამპალმა ცესკომ ჯერ გამოაცხადა ანა დოლიძე მეორე ტურშიაო, მეც გამიხარდა, გახარეთ, გაგიზიარეთ, ავწრიალდი … მერე ისევ ის საზარელი კაცი შეუგდო ვოლსკის ოპონენტად. იმედია, ანა გაუსაჩივრებს და თავზე დაახევს ჟვანიას ყველაფერს!“
კომენტარები