ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფშავში, მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ცხედარი ის ტურისტია, რომელიც ღვარცოფმა წაიღო.
დღეს ფშავის გზაზე ტურისტების გადაადგილების და ღვარცოფის მოვარდნის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მძიმე კადრში ჩანს, როგორ გადაადგილდება მამაკაცი მოტოციკლეტით, რომელსაც ფერდობიდან მოვარდნილი ნიაღვარი უახლოვდება და ხეებისა და მიწის მასა გზიდან აგდებს.
გატაცებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები რამოდენიმე საათი გრძელდებოდა.
კომენტარები