რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ დასკვნაში ის დარღვევებია ასახული, რაზეც, რიონის ხეობის მცველები 212 დღეა საუბრობენ.
ვარლამ გოლეთიანი:
“დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობდით თვითონ იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში წერია მთელი ის ჩამონათვალი რასაც 212 დღეა უკვე ჩვენ ვაპროტესტებთ. მთელი იქ ყოფნის მანძილზე 5-ჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და არახალია ჩვენთვის ეს განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება, ამისთვის მზად ვართ, რომ იქ ბარიკადი აღმართულია, ვიცოდით, რომ ეს ესე იქნებოდა, უბრალოდ, ჩვენ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს”
იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში ასახულია 22 კრიტიკული შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოსწორდეს აღნიშნული საკითხები.
დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტსაა მომზადებული. ხელშეკრულება “ენკასა” და ხელისუფლებას შორის კი ზუსტად ერთი თვის შემდეგ 31 აპრილს გაფორმდა, ისე, რომ შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა.
კომენტარები