“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „პალიტრანიუსთან” ამბობს:
„არახამია ვინ არის, ყველამ კარგად იცის, სააკაშვილმა თვითონ აღნიშნა, რომ მისი „დაფრთიანებულია“, მერე „Free Misha”-ს მაისურით გამოდიოდა თვითონ. ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. გარდა ამისა, მგონი საზოგადოებაც აფასებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი. დღეში ასეულობით ადამიანი ეღუპებათ უკრაინაში, უმძიმესი ვითარებაა და ამ დროს მას სცხელა, რომ ასეთ რაღაცებზე ილაპარაკოს. მის ადგილას ერთი ღამით არ მეძინებოდა, მაგრამ სინდისი რომ არ გაქვს და შუბლის ძარღვი, არახამია რომ ხარ, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებისთვის მოიცლი. ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი, რა უნდა ვილაპარაკო მასზე, არ ვიცი.
ის არის იმ სცენარის თანამონაწილე, რომელიც ბაკურიანში „მოიხარშა“. სამარცხვინო კაცია, თავის თავს მიხედოს.“
შეგახსენებთ, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ჩართულია იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.
კომენტარები