პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
მოცემულობაა ასეთ – ივანიშვილი არის ქვეყნის მმართველი, არახამია კი მკაცრ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ, პოლიტიკოსიაა და იცის, რომ ივანიშვილის დასანქცირების დრო ჯერ არ დამდგარა, თუ ყველა თანხმდება რომ ეს კაცი, ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ამ შემთხვევაში მისმა დასანქცირებამ შეიძლება ჩვენი ქვეყანა დააყენოს სერიოზული რისკების ქვეშ. ამით, დასავლეთმა ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა გადაწყვიტოს საქართველოს ევროინტეგრაციის, შეიძლება, პირიქით უბიძგოს კიდევ მეტად რუსეთისკენ. ამას ითვალისწინებენ და ამიტომ ხდება ასე ნაბჯ–ნაბიჯ მინიშნებებით, რომ ფრონტის რომელ მხარეს არის საქართველოს ხელისუფლება თქვას. ხომ არ შეიძლება აცხადებდე, მე მედასავლეთე ვარ და საქართველო გაძეძგო ე.წ. რუსი ტურისტებით, 45 000 ანგარიში გაიხსნა მარტო და ეს ანგარისები რას ემსახურება კაცმა არ იცის.
ბევრ ქვეყანაში მოხდება ამ სიის გაზიარება, არ იქნება სწრაფი პროცესი, მაგრამ თუ ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეცვალა ნაბიჯები, რაღად უნდათ უკრაინელების კარნახი, თვითონ ამერიკელები და ევროპელები მიხედავენ. ჯერჯერობით ამ ნაბიჯს არ დგამენ, როდესაც ქვეყანას მართავს ადამიანი და ეს ქვეყანა მიგაჩნია მოკავშირედ, ბევრი ინვესტიცია გაქვს ჩადებული, ცდილობ ამ მმართველს, რაც გინდა ის დაარქვი, გინდ ჩრდილოვან მმართვას, გარკვეული დერეფანი დაუტოვო, კედელთან არ უნდა დააყენო, კედელთან მიყენება ნიშნავს იმას, რომ მან უფრო სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნას. დღეს მთელი რესურსი უკრაინისკენ არის მიმართული, ჩვენთვის არ სცალიათ, ისინი ასეთი მკაცრი კონფრონტაციისთვის მზად არ არიან, როგორც კი უკრაინაში გამოიკვეთება საბოლოოდ, აუცილებლად მიხედავენ მერე საქართველოს და ასე კი არ დაელაპარაკებიან, როგორც დღეს, ბევრად უფრო მკაცრად.
კომენტარები