ყოფილი პრემიერი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია, ზუგდიდში, ჟურნალისტებთან. 5-6 ივლისის მოვლენებზე ამბობს:
“ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, სახელმწიფო ვერ იცავდა კონსტიტუციას, ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება.
მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როცა მმართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, ჩვენ გაფრთხილებდითო, ეს ყველაფერი ვიცოდითო და ამის იქით, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო. არაკომპეტენტურობის პიკი”
შეგახსენებთ, დღეს შსს-ში ჩანიშნული იყო ბრიფინგი, სადაც, მინისტრის მოადგილემ ბრძანა, რომ შს მინისტრსა და სამინისტროს ჰქონდათ კონტრაქციაზე და მოსალოდნელ სართხეზე ინფორმაცია, ეს ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და პრაიდის ორგაზატორებს მიაწოდეს კიდეც. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ კონტრაქციის წევრები ძალიან აგრესიულები იყვნენ, ისინი ქალაქს მოედნენ და სწორედ ამიტომ ვერ შესძლეს დროული რეგირება.
კომენტარები