ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო მიგრანტთა აღმოსაჩენად მაღალტექნოლოგიურ სათვალთვალო აღჭურვილობას ცდის. აღნიშნული გადაწყვეტილება ავღანეთში დაძაბულ სიტუაციას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ კონტროლი დამატებით ათობით ქალაქზე მოიპოვა, ქვეყანას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.
სპეციალური აღჭურვილობა ალექსანდროპოლისის აეროპორტში ბერძნულ-თურქული სახმელეთო საზღვრის მახლობლად და კუნძულ ლიმნოსზე იტესტება, რათა მესაზღვრეებს მიახლოებული ნავის აღმოჩენა გაუადვილდეთ.
კომენტარები