პროკურატურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
,,არალეგიტიმურმა პარლამენტმა რაღაც არალეგიტიმური თავყრილობა გამართა , წულუკიანი ჩაუყენა სათავეში. მაგიდის ერთ თავში იჯდა ამასწინათ წულუკიანი, მეორე თავში ერთი ბატონი, რომელიც დაიბარა დასაკითხად და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, მელია უნდა დაეჭირათ თუ არ უნდა დაეჭირათ და გირაო უნდა გადამეხადა თუ არ უნდა გადამეხადა და იქ რომ არ მივედი მეორე გირაოს მაკისრებენ. ეს ძალა ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ეს ძალა ამ ეტაპზე არის მუსკულები ივანიშვილის. მთავარი ძალა არის მეორე მხარეს, სადაც საბედნიეროდ, ჩვენ ვდგავართ, ეს არის სიმართლე და აუცილებალდ გავიმარჯვებთ” – ამბობს მელია.
კომენტარები