არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს – ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბანკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
“გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ”, – უთხრა თურნავამ “ფორმულას”.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.
გარდა ამისა, გადაიდო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო.
კომენტარები