• რეკლამა
  • კონტაქტი
04:51, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არაფერი აჭარიდან არ დაწყებულა და თუ იგივე გაგრძელდა, 2020 შემოდგომა განმეორდება – ბათუმელი ექიმის წერილი!

ალია ავტორი - ალია
20:35 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ექიმი, სოფო ბერიძე, რომელიც ბათუმში მუშაობს და რომელმაც გასული წლის შემოდგომისას, ჯგუფი შექმნა სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც უამრავ ადამიანს დაეხმარა, წერს:

ბლუმბერგის ეს სტატია და პაატა იმნაძის შიდა ტურიზმზე განაცხადი თანაბრი ღირებულების ინფორმაციად რომ არ იქცეს, მაინც ალბათ საჭიროა შიგადაშიგ სწორი აქცენტებით და ბულეტებით გავიმეოროთ:

– პანდემიის მართვაში ყველაზე მაგრები არ ვართ..ცალსახად.

– ყველაფერი ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის ზურგზე გადადის!

– ვაქცინაცია დავიწყეთ გვიან…

– სანდო და ეფექტური ვაქცინებით აცრილია ჩვენი მოსახელობის 0-ს ქვემოთ პროცენტი…

– არაფერი აჭარიდან არ დაწყებულა!

– ყველაფერი საზღვრების გაურკვეველი კვეთით და ჩრდილოელი მეზობლების განახლებული სიყვარულით დაიწყო!

– მოსახლეობას არ აღმოგვაჩნდა საკმარისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და შეგნება!

– ახლაც იგივეს ვიმეორებთ…

რაც შეეხება ვაქცინებს და სეიშელს..

ინდოეთის ოკეანის ეს არქიპელაგი, მოგეხსენებათ, ტურიზმით ცოცხლობს და შესაბამისად, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის 62% ამ დრისათვის სრულად (2 დოზით) ვაქცინირებული ყოლოდა.

ამა წლის 5 მაისისთვის, სეიშელი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, ვაქცინაციის 60 %-ზე მეტი მაჩვენებლით.

და სწორედ ამ ფონზე დაფიქსირდა COVID-19 გავრცელების პიკი…

სტატია მიმოიხილავს აღნიშნულის მიზეზებს-

საერთო ადმინისტრირებული ვაქცინების 59% იყო ჩინეთიდან ჰუმანიტარული გზით მიღებული სინოფარმი (SYNOPHARM), დარჩენილ 41 %-ს კი – შეადგენდა კოვიშილდი (COVISHIELD) – ასტრაზენეკას ინდური ვერსია.

მოსაზრებაა, რომ ეს ვაქცინები ცუდად ან ვერ ფარავს ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს, რაც იმ მომენტისთვის სეიშელზე მაღალი ალბათობით იყო გავრცელებული.

ცხადია, სრული სურათის მისაღებად, საჭიროა გენური სექვენირების კვლევა – არავაქცინირებულ, სინოფარმითა და კოვიშილდით ვაქცინირებულთა შორის და მათი შედარება. ასევე, გასათვალისწინებელია მოსახლეობის გაუფრთხილებლობა ვაქცინაციის შემდგომ, სრული იმუნიტეტის მიღწევამდე.

თუმცა, აქვე

– დიდი ბრიტანეთი, სეიშელზე დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლით, აღმოჩნდა ბევრად უკეთეს მოცემულობაში. კერძოდ, 52 % მოსახლეობის პირველი დოზით აცრის შემდეგ, Covid 19 გავრცელება შემცირდა 96%-ით.

– ისრაელი – ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის 60 % -იანი მაჩვენებლით – ახალი შემთხვევების 99%-იან შემცირებას აცხადებს.

დასკვნის სახით :

(ჩემი და არა ბლუმბერგის)

– სეიშელი კარგია დასასვენებლად, სამაგალითოდ და საპარტნიოროდ დასავლეთი სჯობს!

– ვაქცინა კარგია და ის პირდაპირი პრევენციის და პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა!

– უსაფრთხო ვაქცინა კარგია, თუმცა ნაკლებ ეფექტური – ნაკლებად კარგია!

– ნაკლებ ეფექტური ვაქცინა მეტი რისკების შემცველია თქვენი არავაქცინირებული გარშემომყოფთათვის (მშობლები, შვილები, ნათესავები, ახლობლები) – განსაკუთრებით თუ თამამად მოიხსნით ნიღაბს და გაიხსნებით სრულად!

– სამწუხაროდ, იგრძნობა გასული ზაფხულის შეცდომების გამეორების ტენდენცია – ახალგაზრდა ჯანმრთელი კონტაქტირებულები თამამად და აქტიურად გადაადგილდებით და ავრცელებთ ვირუსს… თუ იგივე გაგრძელდა, 2020 შემოდგომა განმეორდება.

– სანამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის მაჩენებელი არ მიაღწევს 60 %-ს, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პირბადის და დისტანციის იმედად ვრჩებით!

თეგები: სოფო ბერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved