თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან აცხადებს:
,,პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით და მართავს ქვეყანას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე გამოიცეს სანქციები, როდესაც იღებ კანონს შენს ქვეყანაში. ხომ წარმოუდგენელია უბრალოდ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ, პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისა და ევროპული მომავალისკენ”.
კომენტარები