“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე აღარაა მარტო, ეს გურამ ამირხანაშვილის მორალურად განადგურების საქმეცაა. აღარაფერში აღარ წერია, რასაც ამ ბიჭს აკეთებინებენ “სამართალ” დამცავები.
მეხუთეჯერ ათქმევინეს და მეხუთეჯერ – სრულიად სხვა რამ. ფსიქოლოგიური მკვლელობაა, ნამდვილი.
ნუ, თუ ამის ფონზე ფსიქოლოგიური კომფორტი აქვს ამირხანაშვილს, მაშინ, ბოდიში და მონსტრია და კაციჭამია.”
შეგახსენებთ, დღეს ამირხანაშვილის მიერ, 2 აგვისტოს მიცემული მეხუთე ჩვენება გამოქვეყნდა.
კომენტარები