ჟურნალისტი ვიკა ბუკია ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,
საკუთარ აქციაზე დუშკაბინაში შემძვრალმა ლაჩარმა ივანშვილმა შეხედოს კარგად პრეზიდენტს. შეხედოს ქალს, რომელიც ბოროტი ოლიგარქის მიერ დაგეშილი სპეცნაზის წინ დადგა. შეხედოს და შეშურდეს. შეშურდეს ამ გამბედაობის და შეშურდეს იმ სიყვარულის, რომელიც მან ხალხისგან მისი პოზიცების გამო მიიღო. პრეზიდენტის დაცვა იყო დღეს ხალხი. ხალხმა ატარა აქციაზე ცოცხალი ჯაჭვით. აბა გაიაროს ქუჩაში კობახიძემ და პაპუაშვილმა? კვერცხი მოხვდება თავში. აბა, გაიარონ ქოცებმა? ლექციებსაც ვერ ატარებენ დაცვის გარეშე.
არასდროს არ გექნებათ თქვენ ასეთი არქივი, ქოცებო. თქვენს არქივში საღებავგადასხმული კალანდარიშვილი და დუშკაბინიანი ივანიშვილია. ეს ლამაზი კადრი კი, პრეზიდენტი სპეცნაზის წინ, დარჩება ისტორიას.”
კომენტარები