ფოტო: ჩინეთის საელჩო უკრაინაში
ჩინეთის საელჩო უკრაინაში კიევიდან ლვოვში გადავიდა და ამ დროისათვის იქ რჩება.
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიენჟუნმა, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაქსიმ კოზიცკის, შეხვედრისას უთხრა:
„ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დაგეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად… ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით.
ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება სასიკეთო ძალა უკრაინისთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.“
13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. პასუხად, აშშ-მ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს დაეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში, ჩინეთს შედეგებისთვის თვალის გასწორება მოუწევს. ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გავრცელებულ ინფორმაციას არაერთხელ უწოდეს დეზინფორმაცია და აშშ-ს მოუწოდეს „არ დაემუქრონ სანქციებით ჩინეთს, როდესაც მისი მხარდაჭერა სჭირდებათ“. გარდა ამისა ჩინეთი კატეგორიულად უარჰყოფს იმ ფაქტს, რომ მას რამე ტიპის ინფორმაცია ჰქონდა უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შესახებ.
ჩინეთმა ლავროვის თვითმფრინავი პეკინიდან უკან მიაბრუნა და დაჯდომის უფლება არ მისცა
კომენტარები