პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:
“ბოლო 7 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, რაც უპრეცედნტოა მსოფლიოშიო
ბოლო 7 წელი ორნიშნა ზრდა ალბათ მის ქონებას აქვს. საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა. 2019-ში 5%, 2018-ში 4.8%, 2017-ში 4.8% და ა.შ. მანამდე კიდევ უარესი. რაის ორნიშნა ზრდა?
2020-ში ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით. აი პანდემიის დრო რომ დედა უტირეს ყველაფერს და მოკლეს ქვეყანა, მაშინ.
იგივე 2020-ში 10 მილიარდი ახალი ვალი აიღეს (8 გარეთ, 2 შიგნით) და ჩაასხეს რომ არჩევნებზე რამე შედეგი დაედოთ. არასოდეს აქამდე ამ ქვეყანას ამხელა ვალი არ აუღია ერთ წელში. ამ ორი ფაქტორის ეფექტია ის რასაც ახლა წარმატებად გვტენის.
და ამას ჭამს მათი ამომრჩევლის გამოთაყვანებული ნაწილი, რომელმაც ჭამა ქუჩების რეცხვა, ღვანკითის ჩაკეტვა და სამხედრო ბლოკპოსტებზე იღლიაში ძალით გათხრილი თერმომეტრი.”
შეგახსენებთ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ხშირად აპელირებს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი. 2020 წელს კი, პრემიერ–მინისტრი იყო გიორგი გახარია.
“@რაკში როცა ცეცხლი უკიდიათ, ეგრევე თურქეთში გარბიან – სალაფავი ჭკუასუსტებისთვის” – ზურაბ ჯაფარიძე
კომენტარები