ანიტა ფაცაციას (რომელიც 2020 წელს ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა) ბებია, თამუნა გლურჯიძე, წერს:
“ახლა ერთი პოსტი შემხვდა, პატარა ანგელოზი გაფრენილა, ანიტასავით კიკინებიანი.
ვიღაც უწერდა კომენტარში, უფალმა წაიყვანაო, იქ უკეთესად იქნებაო.
მახსოვს, ანიტა ჯერ ჩამოსვენებული არ იყო ინდოეთიდან, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ერთმა ახლობელმა. თმენის უნარი სად მქონდა და ვკითხე, იქ უკეთესად თუ არიან, დედები რატომ არ ლოცულობენ, შვილები რომ წაართვას სიკვდილმა მეთქი?
დუმილი ჩამოწვა.
ახლა შენ ვერ გამიგებო. გაგიგებ, შენ თუ შენი შვილისთვის ამაზე ილოცებ მეთქი.
ეწყინა. ვიცი, რომ ეწყინა.
მე კი ჭრილობაზე ჭრილობა დამემატა.
არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის.
არასოდეს!
იმიტომ, რომ თქვენს პატარებზე ასე არ ფიქრობთ!”
კომენტარები