ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეისბუქზე წერს:
“წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ვინმე გიჟი დიქტატორი და გამოაცხადოს, რომ ერევანი უნდა ავიღოო და ომი დაიწყოს სომხეთის წინააღმდეგ. ხომ იქნებით ბევრნი ვისაც ასეთ ომში მონაწილეობა არ მოგინდებათ და მობილიზაციის შემთხვევაში მოგინდებათ ქვეყნიდან გაქცევა? ჰოდა, კარგი იქნება, ყველა მეზობელმა ქვეყანამ საზღვარი რომ ჩაგიკეტოთ და გითხრათ, წადით და თქვენი დიქტატორი ჩამოაგდეთო, ვითომ ასე მარტივი იყოს სრული ძალაუფლებით და იარაღით აღჭურვილი დიქტაოტრის ჩამოგდება.
ჰოდა, ასევე არასწორი საქციელი იქნება ჩვენგან რუსებისთვის საზღვრის ჩაკეტვა. მაგრამ ასევე არასწორი იქნება ყველა მსურველის ასე უკონტროლოდ შემოშვება. სადაა გამსოავალი?
ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორი გამოსავალი იქნება არა საზღვრის ჩაკეტვა, არამედ საქართველოში უვიზოდ ყოფნის პერიოდის ერთი წლიდან ერთ თვემდე შემცირება. ვინც უბრალოდ ტურისტად ჩამდოის, ან საქართველო მესამე ქვეყანაში წასასვლელად ჭირდება (რამდენიმე ინტერვიუ ვნახე რუსების, რომელბიც საქართველოში დროებით მორბიან, რომ მერე აქედან მდიდარ ქვეყნებში გაიქცნენ), მას ერთი თვე ეყოფა, ხოლო ვისაც რეალურად წასასვლელი არსად აქვს და რუსეთშიც საფრთხე ემუქრება, ის ერთი თვის მერე უნდა ჩაგვბარდეს ლტოლვილად და გადვაიყვანთ სპეციალურ ბანაკში, როგორც ეს ყველა ქვეყანაში ხდება ასეტი კრიზისების დროს.
ბანაკში გადასვლას მხოლოდ ის რუსები დათანხმდებიან, ვისაც მართლაც უჭირს და ჩვენს გარდა ხსნა არ აქვს, დანარჩენები კი ან მესამე ქვეყნებში აახვევენ, ან უკან რუსეთში.”
კომენტარები