დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“ახლა კიდევ ერთხელ მოვუსმინე ს.ზურაბიშვილის “სირძნეს” :”აუცრელებს ფასიანი მკურნალობაო””
ვაახ ასეთი რამ მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩემი დამოკიდებულება იცით, ჩვენ მთელი ოჯახი, ჩემი მეგობრები ყველანი ვაქცინირებულები ვართ და მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას უნდა ემუშავა დღე და ღამე, ჩინოვნიკებს მაგალითი უნდა მიეცათ და პოპულარიზაცია გაეწიათ ვაქცინირებისთვის და ეს ვერ და არ შეასრულეს და შედეგს ვიმკით, ამ ხელისუფლებამ ვერ მართა კოვიდი, მაგრამ ის რაც ს. ზურაბიშვილმა თქვა : ” ფასიანი უნდა გახადო აუცრელებისთვის მკურნალობაო” , თითქოს რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ მაინც გავოგნდი…
რა ხდება ვკითხულობ ?! ეს ” არავაქცინირებულები ” გადასახადს არ იხდიან თუ რა უფლებით ხდით მათთვის ფასიანს სამედიცინო მომსახურებას????!!!!!
როცა დამნაშავეები თავად ხართ ხელსუფლება, რადგან უცხო ვირუსი შემოვარდა და ხალხს ინფორმაცია არ ჰქონდა, წესიერად ვერ გაიგეს, შეშინდნენ, თავად დააბნიეთ ვერ და არ წარმოებული მენეჯმენტით – თქვენივე არაპროფესიონალიზმით, აღარ გენდოთ ხალხი, არ იცოდნენ რა იყო ეს ვაქცინა და თქვენ ხელისუფლებავ თავად არ აუხსენით, დამწკრივებულიყავით ოჯახებით და მიგეცათ მაგალითი, მაგრამ ხალხს თქვენდამი ნდობა არ აქვს, კორუფციაში ჩამხრჩვალ არაპროფესიონალებად და თაღლითებად მიგიჩნევენ და აი შედეგიც ეს არის, როცა გინდათ ” კოვიდი” საშიშია, ხოლო ხელისუფლების შესანარჩუნებლად თუ გჭირდებათ აქცია და ხალხი ჩამოგყავთ, მაშინ არ არის “კოვიდი” საშიში??
მილიარდებს ხარჯავთ საარჩევნოდ და ახლა ფული აღარ გაქვთ, სანამ უკან არ ამოიღებთ ხალხისგან, ახლა უკვე ხალხის სიკვდილის ხარჯზე??? თუ რა ხდება?! აი ეს არის ორმაგი სტანდარტი და ორმაგ სტანდარტს ახლა კიდევ ამ ს.ზურაბიშვილის ( მე რომ პ-რეზიდენტს ვეძახი) მისი “ფაშისტური ეპისტოლეღა” აკლდა, თურმე “არავაქცინირებულებისთვის ფასიანი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებაო”!!!!!!!! ღმერთო ამდენი დუპლეტი რატომ შეკრიბე მაინც და მაინც ამ წალკოტივით ქვეყანაში? საფრანგეთიდანაც ” დუპლეტი” რატომ შეგვრჩა აქ, ჩვენი დუპლეტები განა არ გვეყოფოდა?!
მეგობრებო მომიტევეთ რა, ხომ იცით რომ ასე არ ვსაუბრობ, მაგრამ გავგიჟდი უკვე მგონი…”
კომენტარები