“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“არავინ არ აპირებს გადადგომას!
მხოლოდ 4 საათის მანძილზე შეძელით სიცრუის და ტყუილის ტირაჟირება მოგეხდინათ. სიმართლის 60% უკვე იცის საზოგადოებამ და უახლოეს რამდენიმე დღეში დანარჩენ 40 %-საც გაიგებენ.
რაც მთავარია, ამ რამდენიმე საათში მოახერხეთ და კიდევ ერთხელ დაანახეთ ხალხს თქვენი რეალური სახე. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისში კი ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის. ამ რამდენიმე საათში ვერ მოასწარით რევოლუციის დაგეგმვა/მომზადება და ტყუილით ვერც ვერასდროს მოახერხებთ!
P.S. ამ ყველაფერში ყველაზე დიდი უზნეობაა, კომენტარებს რომ წერთ არ გაბედოთ და სიმართლე არ თქვათო, რა თქმა უნდა ვიტყვით და თან აუცილებლად!
The End”
შეგახსენებთ, ამ წუთებში, პარლამენტთან შეკრებილნი არიან ჟურნალისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
დღეს გარდაიცვალა, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, ლექსო 5 ივლისს, პროფესიური საქმიანობის შესრულების დროს, სასტიკად სცემა ათეულობით ადამიანმა.
კომენტარები