ოპოზიციის მსვლელობა კანცელარიისკენ დაიწყო.
ნიკა მელიას მედიასთან ამბობს:
“არცერთმა ადამიანმა, რამდენი შემოგზავნილი ეყოლება, არ გაბედოს აქციის მოწყობა ციხესთან – ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც შემუშავებულია სუსში, რომ საფუძველი მივცეთ ხელოვნურად იმიტირებული ბუნტისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს კიდევ უფრო მეტად, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩვენი სახელით ციხესთან აღმოჩნდება და გადაწყვეტს აქციის გამართვას, არ იქნება იქ კეთილი მიზნებისთვის აღმოჩენილი. არავინ თავი არ აღმოიჩინოს გლდანის ციხესთან. ამ ადამიანებს სურდათ მიხეილ სააკაშვილის გლდანში ტრანსპორტირების შემდეგ, ხალხი აღელვებულიყო, მივსულიყავით გლდანის ციხესთან და იქ გაგვემართა აქცია, რასაც მოყვებოდა გაუთვლელი შედეგები და ფატალურ შედეგებს დააბრალებდნენ აქციის მონაწილეებს.”
კომენტარები