მოქალაქე ნინო ჩეკურიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“არავინ გაბედოს ლევან რატიანს გმირი უწოდოს.18 წლის ბიჭი მომიკლეს მაგან და მაგდა რურუამ”
ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია. და თავის ძაღლს მოაშორა. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. მას შემდეგ იგი არაერთ კლინიკაში მკურნალობდა, ოჯახმა არაერთხელ მიმართა საზოგადოებას, იგი საჭიროებდა გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებას.
გასულ წელს, ნინო ჩეკურიშვილი “ალიას” დაუკავშირდა და გვთხოვა გაგვევრცელებინა წერილი:
“დღეს ვარ ძალიან გამწარებული დედა, საჯროდ უნდა გაიგოს ყველამ რაც გააკეთეს რატიანის კლინიკაში.
ერეკლე ჩეკურიშვილი ამტელ ჰოსპიტლიდან რატიანის კლინიკაში გადაიყვანეს სრულიად სტაბილური, არ ქონდა სიცხე, არ ჭირდებოდა ჟანგბადის დახმარება. არ ჰქონდა ნაწოლები, პირიქით, სკამზეც ვსვამდით. ველოდებით, რომ იქნებ გერმანიაში გადაყვანა დაფინანსდეს და შვილი გადავარჩინოთ, ეგაც ვუთხარი რატიანს და ვთხოვე, ვემუდარე, რომ როგორმე ეს პერიოდი კარგად მიგვეხედა, სანამ გერმანიაში გადაყვანა დაფინანსდებოდა, ახლა კი უმძიმეს დღეში ვართ და არ ვიცით, ხვალინდელი დღე როგორი გაგვითენდება. როგორც ჩანს, “არავისი შვილი” იყო მისთვის ერეკლე, პანდემიაა და თუ კარგად მიხედავდა მადლობას ვეტყდით, თუ რამე დაემართებოდა, პანდემიას დააბრალებდა!
მის კლინიკაში ყოფნიდან ერთი კვირის შემდეგ, რომ გამოწერეს სახე დაფარული ქონდა ჩირქოვანი გამონაყარით, გამოწერიდან რამოდენიმე საათში ტემპერატურა 38-დან აუვიდა 40 გრადუსზე დავრეკე რატიანთან და მეორე დღესვე უკან შემაყვანინა, დაუსვა არასწორი დიაგნოზი, გულყრა და ჰიდროცეფალიის ნიშნები, რაც კვლევებმა არ დაადასტურა, ანუ მაშინვე უკვე სეფსისის ნიშნები ქონდა, რაც მისი უვიცობით ვერ დაადგინა!
გაგრძელდა მკურნალობა კიდევ ორი კვირა, ამ დროის განმავლობაში ისევ ის სადისტი ექიმი ყავდა, მაგდა რურუა, არ შეუცვალა რატომ და ალბათ ვიღაცის რაღაცაა, ვინ იცის. თუმცა, პასუხისმგებლობა მთლიანად აღებული ჰქონდა რატიანს!
ნახვის უფლება არ მქონდა. გამოწერისას ვიკითხე, რატომ ჰქონდა მუცელი გამაგრებული, გაომატანეს ჩირქოვანი გამონაყარით სახეზე და ტანზე, დიდი ეჭვი მაქვს რომ დამძიმდა მკურნალმა ექიმმა მოიშორა, სასწრაფოს მანქანაშივე აღებინა. ისიც მინდა დავწერო რომ სრული 1 დღის კვება უკან გამომატანეს,
არც გამოწერის დროს და არც იმ ერთი დღის განმავლობაში რაც შვილი სახლში მყავდა რატიანი ზარებს არ პასუხობდა. მეორე დღესვე ისე დამძიმდა რომ სასწრაფოს საშუალებით გადავიყვანეთ ჯერარსის კლინიკაში სადაც დაუდგინდა პერიტონიტი სეფსისი მუცელში ჩაღვრილი და დაგროვებული იყო 2 ლიტრი ჩირქი, რადგან უხეში მოქცევის გამო დაზიანებული იყო გასტროსტომა, საიდანაც იმ დროის მანძილზე ანუ ორი კვირა საჭმელი წვეთავდა მუცელში, გაჭრეს მუცელზე და ამოუღეს ჩირქი.
ახლა რატიანი კომენტარებს წერს, სახლში დაუმძიმდათო, ანუ, 1 დღეში, 24 საათში დაგროვდა მუცელში 2 ლიტრი ჩირქი? ნებისმიერ ექიმს ჰკითხეთ და ნახეთ რას გიპასუხებთ, შესაძლებელია, თუ არა, მსგავსი რა მოხდეს. მე უკვე შევიტანე გენერალურ პროკურატურაში განცხადება და ამ ამბავს ასე არ დავტოვებ.
ერეკლეს ტუჩები ჰქონდა დაჭმული, ვერ საუბრობს, თორემ, ყველაფერს გრძნობს, როგორც ჩანს, სტკიოდა, ასე მიწამეს ისედაც ნაწამები შვილი და როგორ გავჩუმდე?
დღეს არის მძიმე მდგომარეობაში აქვს სეფსისი და იბრძვიან ექიმები გადასარჩენად.
ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს მაგდა რურამ და რეანიმაციის უფროსმა რატიანმა. სხვა დედები აღარ უნდაგამწარდნენ”
ლევან რატიანი “ალიას” ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, “ალიას” ლევან რატიანთან ბოლო კონტაქტი ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ, აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე, როცა იგი შეგვითანხმდა ინტერვიუზე და გვთხოვა კითხვების გადაგზავნა, “ალიამ” მას გადაუგზავნა ის კითხვები, რაც მკითხველებმა მოგვაწოდეს და რასაც ადამიანები სოციალურ ქსელში წერდნენ, ერთ-ერთი კითხვა იყო – ბატონო ლევან, ღმერთის არსებობის გჯერათ?
კითხვების გადაგზავნის შემდეგ, ბატონმა ლევანმა არათუ დაპირებული ინტერვიუ არ მოგვცა “ალიას”, საერთოდ აღარ გვპასუხობს, მას შემდეგ.”
ოჯახი გვიყვება იმასაც, რომ პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვთ საქმე.
კომენტარები