წალენჯიხის მერის მოადგილე, დიდუბის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ვანო ბურდული:
ჩემი აზრით შეცდომა იყო, როდესაც პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა რუსული ოცნების მიერ დანერგილ საარჩევნო ელექტრონულ სისტემას ნდობა გამოუცხადეს.
ოპოზიცია ოცნებას შეჰყვა თამაშში, რომლის წესებიც ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო.ფაქტია (და არა შეფასება), რომ:1. ელექტრონული მოწყობილობების შერჩევასა და მათი ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრაში გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ქართულმა ოცნებამ (ცესკო);2. თუ ხმის მთვლელ აპარატზე გარკვეული კონსენსუსი წინა წლებში არსებობდა, ვერიფიკაციის აპარატი და პლანშეტი მხოლოდ ქართული ოცნების მიერ, ვითომდა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში იქნა შემოთავაზებული;3. თუ ადრე იძახდნენ, რომ უბანზე ინტერნეტი არ არსებობს, უცებ გაჩნდა პლანშეტი, სადაც 5G ინტერნეტია ჩართული;4. არავინ, გარდა ოცნებისა არ იცის თუ რა ფაილები ან საარჩევნო სიები იტვირთება ვერიფიკაციის და სხვა აპარატებში;5. არავინ, გარდა ოცნებისა არ იცის თუ რა ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს აპარატები ან რა ტექნიკური მონაცემები გააჩნია მათ;6. არავინ, გარდა ოცნებისა არ იცის აპარატების პროგრამული კოდი და სამუშაო პროცესები;7. ყველა საარჩევნო აპარატზე ტოტალურ, ერთპიროვნულ კონტროლს ახორციელებდა მხოლოდ ქართული ოცნება (ცესკო);8. მხოლოდ ოცნების მიერ იქნა შერჩეული აუდიტორული კომპანია Pro V and V, რომელსაც გვთავაზობენ როგორც სანდო კომპანიას, თუმცა მათი ვებ გვერდიც კი არ მუშაობს გამართულად (https://provandv.com/wordpress/news/);9. მხოლოდ ოცნების მიერ ფორმულირებული კითხვები იყო დასმული ამ კომპანიისთვის, პასუხად კი დასკვნაში წერია რომ ყველაფერი იდეალურადაა, მათ შორის ხმების ფარულობის საკითხი;10. აუდიტორულ კომპანიას, ანაზღაურება ქართულმა ოცნებამ (ცესკომ) გადაუხადა;
11. აპარატებს გააჩნია მრავალმხრივი და ბევრად ფართო ფუნქციონალი, ვიდრე ძველ ტრადიციულ საარჩევნო სისტემას, ამიტომ აპარატების გამოყენება ობიექტური არჩევნებისთვის მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ხელში აღმოჩნდება ისინი.
კომენტარები