ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი:
“ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ. მინდა ცხადად განვაცხადო, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები თუ მას ამის გაკეთება არ სურს და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს.
ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა, რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა თუ ნებისმიერი სხვა არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს”
წყარო – მთავარი არხი
შვედეთის უმსხვილესი ბანკი საქართველოში გადარიცხვებს აჩერებს – დეტალები
კომენტარები