საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“ჯერ კიდევ სინოდის გადაწყვეტილებებზე ისტერიული შეტევები დაემართათ, და ისმოდა განცხადებები, ჭყონდიდში სიმშვიდე არ იქნება, ვინც არ უნდა მოავლინოს სინოდმაო. ეხლა, როდესაც სინოდის გადაწყვეტილებების აღსრულება დაიწყო, მთლად გადავიდნენ ყველა ნორმას! რაც დააანონსეს, იმის შესრულებას მიჰყვეს ხელი.
ჭყონდიდში მომხდარი ინციდენტის დროს დაირღვა ყველანაირი სამართლებრივი ნორმები, როგორც საეკლესიო, ისე საერო.
კარი თავისით არ შემტვრეულა, და ვინც დარბაზში შეიჭრა, არავის დაუპატიჟებია იქ, ეს იყო უნებართვო, ძალადობრივი შეჭრა კერძო საკუთრებაში, რელიგიური შინაარსის ღონისძიების ჩაშლის მიზნით!”
კომენტარები